აღმოაჩინე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარე - სამცხე-ჯავახეთი. გაეცანი ქართული ღვინის დამზადების ტრადიციას, დააგემოვნე ადგილობრივი ღვინო და კერძები.
ტურის ღირებულება მოიცავს:
ჯგუფური ვიზიტის სავარაუდო ფასი 454 ₾
ოჯახური ვიზიტის სავარაუდო ფასი 800 ₾
პ.ს. სურვილის შემთხვევაში, დაგიჯავშნით სასტუმროს და ავიაბილეთს.
თქვენი მოგზაურობა იწყება საქართველოს სამეფო ოჯახის მემკვიდრის, მუხრანელ უფლისწულის მიერ 1878 წელს დაარსებულ „შატო მუხრანის“ ღვინის ქარხანაში, სადაც ნახავთ ივანე მუხრანბატონის სამეფო სასახლეს, ბაღს, ძველ მარანს, გაისეირნებთ ვენახებში და მოინახულებთ ულტრათანამედროვე ღვინის ქარხანას. გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ქართული ღვინის საუკეთესო სახეობები. შემდეგ გავემგზავრებით სამხრეთ საქართველოში, კურორტ ბორჯომის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ მარან "ვილა რბონას", რომელიც მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურიდან 9 კმ და ბორჯომიდან 23 კმ.ტერიტორიაზე არის მარანი, ვენახი, თონე, პათიო, ფანჩატური, საცეცხლე და კემპინგის სივრცეები, აქვე გვექნება 3 სახეობის ღვინის და არაყის დეგუსტაცია. დეგუსტაციის შემდეგ ჩავალთ ბორჯომში. ბორჯომი ცნობილია ბუნებრივი ვულკანური მინერალური წყლით „ბორჯომით, რომელსაც ჩასვლისთანავე დავაგემოვნებთ. ბორჯომში არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტყე-პარკი, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ ცხენებით ან კვადროთი. ბორჯომის შემდეგ გავემგზავრებით ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ სნოუბორდი, გამოსცადოთ ბაკურიანის სათხილამურო ტრასა, დატკბეთ ლამაზი ხედებით. ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ მინერალური წყლების დასაგემოვნებლად, ჭამისთვის და საყიდლებისთვის. ღამე დავრჩებით ბაკურიანში.


საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ახალციხეში, სადაც მოვინახულებთ რაბათის ციხეს - შუა საუკუნეების ნაგებობა საქართველოში, რომელიც თარიღდება მე-13 საუკუნით. ციხის კომპლექსი მოიცავს მეჩეთს, მინარეთს, სინაგოგას, ქრისტიანულ ეკლესიას, სასახლეს, ციტადელს, კეთილმოწყობილ ბაღებს, ტერასებზე ვენახებს, გარე აუზებს შადრევნებით, ისტორიის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს, სუვენირებისა და ღვინის მაღაზიებს. ღვინის დეგუსტაცია გვექნება „ნათენაძეს მარანში“, სადაც დავაგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოებს. შემდეგ ავიღებთ გეზს ვარძიისაკენ (XII საუკუნე), სადაც, ოდესღაც, დაახლოებით 3000 გამოქვაბული იყო და 50000 ადამიანი ცხოვრობდა. მოინახულებთ კლდეში გამოკვეთილ ეკლესიას მე-12 საუკუნის ძველი ფრესკებით. ვნახავთ ვანის ქვაბებს, რომელიც VII საუკუნეში მონასტერი იყო. კომპლექსი გთავაზობთ მიმდებარე სოფლის თვალწარმტაც ხედებს. ასევე მოინახულებთ ხერთვისის ციხეს (X ს.) - მდებარეობს მაღალ ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს სოფელ ხერთვისს, მდინარეების მტკვრისა და ფარავნის შესართავთავს. საღამოს გვექნება ღვინის ტური და დეგუსტაცია „ხაჭაპურიძის მარანში“, ამის შემდგომ დავბრუნდებით თბილისში.