გავეცნობით ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიას. ტურის ფარგლებში 7 სხვადასხვა ღვინის ქარხანაში 30 სახეობის ქართულ ღვინოს დააგემოვნებთ. ღვინის ტური მოიცავს ვიზიტს შატო მუხრანში, რომელიც მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილზეა. გარდა ვენახებისა, მოვინახულებთ რამდენიმე ქალაქს. ყოველდღე გვექნება გემრიელი ვახშამი – გაეცნობით ქართულ სამზარეულოს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა საქართველოში.
ტურის ღირებულება მოიცავს:
ჯგუფური ვიზიტის სავარაუდო ფასი 1400 ₾
შესაძლებელია ოჯახური ტურის შედგენაც.
პ.ს. სურვილის შემთხვევაში, დაგიჯავშნით სასტუმროს და ავიაბილეთს.
საუზმე სასტუმროში. თქვენი მოგზაურობა იწყება საქართველოს ძველი დედაქალაქის ადგილების მონახულებით: მცხეთა, სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.) და ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე). ორივე არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. შემდეგ გექნებათ უფასო ღვინის ტური საქართველოს სამეფო ოჯახის მემკვიდრის, მუხრანელ უფლისწულის მიერ 1878 წელს დაარსებულ შატო მუხრანის ღვინის ქარხანაში, სადაც ნახავთ ივანე მუხრანბატონის სამეფო სასახლეს, ბაღს, ძველ მარანს, გაისეირნებთ ვენახებში და მოინახულებთ ულტრათანამედროვე ღვინის ქარხანას. გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ქართული ღვინის საუკეთესო სახეობები. ამის შემდეგ ნახავთ პატარა ბუტიკს, Iago's Wine-ს, რომელიც აწარმოებს ქვევრის ღვინოებს ორგანული ვენახებიდან. ღამისთევა თბილისში.


დღეს კახეთის რეგიონისკენ ავიღებთ გეზს. ჩვენი პირველი გაჩერება იქნება კახური ტრადიციული მეღვინეობა პატარძეულში, სადაც გექნებათ ღვინის დეგუსტაციას. შემდეგ ეწვევით ულამაზეს ქალაქ სიღნაღს. საქართველოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი ცნობილია თავისი ძველი არქიტექტურული სტილით, ალაზნის ველის საოცარი ხედებით და საქართველოში ყველაზე გრძელი ციხის კედლით. გექნებათ მოკლე ექსკურსია სიღნაღში. თქვენი შემდეგი გაჩერება ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერი იქნება. ეს მონასტერი მნიშვნელოვანი, წმინდა ადგილია, რადგან აქ არის დაკრძალული წმინდა ნინო, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა IV საუკუნეში შემოიტანა. შემდეგ თქვენ მოინახულებთ ნუმისის ღვინის მარანს ველისციხეში, რომელიც აშენებულია უძველესი კლასიკური არქიტექტურის სტილით, თეთრი მდინარის ქვებითა და აგურით. მარანში შევხვდებით ძველ კირქვის საწნახელს და მიწაში ჩაფლულ 33 თიხის ქვევრის. ნუმისის ღვინის მარნის დათვალიერების შემდეგ, გავემგზავრებით ყვარელში და ვესტუმრებით „ხარებას“ ღვინის მარანს, სადაც დააგემოვნებთ სხვადასხვა სახის ღვინოს (მათ შორის ქვევრის ღვინოს). ღვინოების დაგემოვნების შემდეგ ვივახშმებთ რესტორან ხარებაში. ღამისთევა ყვარელში.
საუზმე სასტუმროში. მოგზაურობას ვიწყებთ ნეკრესის მონასტრიდან, რომელიც კახეთის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსია. ააშენა წმინდა აბიბო ნეკრესელმა, ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა ცამეტი სირიელი მამათაგან. ჩვენ გვექნება საშუალება, მოვინახულოთ ქართული ტრადიციული "ქვევრის" წარმოება, ასევე ვესტუმრებით "შილდას მეღვინეობას", სადაც ღვინო კლასიკური და ტრადიციული მეთოდით იწარმოება. ,,შილდა მეღვინეობა'' აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ფრანგული ტექნიკით, რაც შესაძლებელს ხდის ღვინის ხარისხის კონტროლს მისი დამზადების ნებისმიერ ეტაპზე. ღვინის კომპანია ასევე იყენებს 8000 წლიან გამოცდილებას, რომელიც საქართველომ მეღვინეობის პროცესში შეიძინა. ჩვენი შემდეგი ღვინის დეგუსტაცია სოფელ ნაფარეულში, The Twins Wine Cellar-ში იქნება. შემდეგ გავემგზავრებით თელავში და მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, შუა საუკუნეების ძეგლს. იგი აშენდა მე-11 საუკუნის დასაწყისში და იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა. ღამისთევა თბილისში.
